4/13/2010

ქართული ფოტოს ისტირია



საქართველოში ფოტოგრაფიამ პირველი ნაბიჯების ათვლა დაგეროტიპებით დაიწყო. 1839 წელს ცნობილი გახდა ფრანგი მხატრის, ლუი დაგერის გამოგონება, რომელიც გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა ვერცხლის ფირფიტაზე კამერა – ობსკურაში ერთადერთი ეგზემპლიარის სახით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია.
ტექნიკის განვითარებამ ხელოვნების ამ დარგს პოპულარობა მოუტანა საქართველოში. მე–19 საუკუნის მიწურულს თბილისში ყალიბდება მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება. 1895 წლის მარტში საზოგადოებამ მოაწყო ფოტოგრაფიული განყოფილება მხატვარ ლ. ართაზოვის ნამუშევრების გამოფენაზე, რომელმაც თავისთვის ქალაქის ცენტრში დაქირავებული სათავსებიდან ერთი ოთახი დაუთმო საზოგადოებას. გამოფენილი იქნა 150-ზე მეტი ფოტოსურათი. ამის შემდეგ ფოტოგამოფენებს უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცა. ფოტომოხელოვანთა ფოკუსში ძირითადად პორტრეტები და არქიტეტქურა ხვდებოდა, ასევე აქტუალური თემატიკა იყო საოჯახო ფოტო. აღსანიშნავია რომ საოჯახო ფოტოალბომების შექმნა არცთუ იაფი ჯდებოდა და, შეიძლება ითქვას, დასაწყისისათვის ფუფუნებას წარმოადგენდა.
ფოტოგრაფიის ოსტატებს შორის დასაწყისისათვის საქართველოსი მცხოვრები,წ არმოშობით არაქართველი ფოტოგრაფებისჭარბობდნენ, აღსანიშნავია ვლადიმერ ბარკანოვი, ალექსანდრე ენგელი, დიმიტრი ერმაკოვი, კონსტანტინე ზანისი. ედუარდ კლარი, დიმიტრი ნიკიტინი.

მნიშვნელოვანი როლი ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში ალექსანდრე როინაშვილმა ითამაშა, ის იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა. 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინაშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. მისი შემოქმედების ძირითად თემას ქართველი ერის ცხოვრება წარმოადგენდა.
XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

დღესდღეობით ფოტოგრაფია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, და ამავე დროს ხელმისაწვდომი დარგია. ადამიანებისათვის ყოველდღიურ მოვლენად იქცა ყველაფრის ფოტოკამერით დაფიქსირება, ფოტოკამერებმა კი საკუთარ თავზე აიღეს ყველა ის ფუნქცია, რასაც აქამდე ადამიანი აკეთებდა: შუქის, სიჩქარის, ფოკუსის რეგულირება, და სხვა. ფოტოგრაფიამ ახალი განზომილება შეიძინა.
იცვლება დრო, იცვლება ფოტოკამერები, იცვლებიან ადამიანები, მგარამ უცვლელი რჩება ადამიანის სწრაფვა შეაჩეროს დრო, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს ფოტოგრაფიის განვითარების დონე და მისი პოპულარობა.

No comments:

Post a Comment