4/21/2010
იმედის ცეცხლი
დილა სიცოცხლით იწყება და მეც ხალისი მინდება,
თან ირგვლივ ვტკბები ყველაფრით,
იმედის ცეცხლიც ინთება,
მიუხედავად ცხოვრების უკღმართული ცდებისა,
მაინც ვთვლი თავს ბედნიერად და ვიცი კარგად იქნება
ჩვენი ცხოვრების გზა დიდი
კვალს ვეწრ დაგვამჩნევს ბოროტად
თუ გვაქვს იმედი უფლისა და ძალა სიყვარულისა.
4/20/2010
4/14/2010
გინესის რეკორდები
ამ კაცმა ყველაზე ბევრი, კერძოდ კი 10 გველი ჩაიტენა პირში და 10 წამის განმავლობაში ეჭირა
ყველაზე ბევრი ნემსი სახეზე და თავში.მათი რაოდენობა 1790 ცალი იყო
ამ ქალს შეუძლია, ხო ხედავთ რაც შეუძლია :D 11მმ-ით აშორებს თვალებს განკუთვნილი ადგილიდან
ამ კაცმა 80 ცალი კვერცხი ერთ წუთში დაამტვრია თავით
ინფორმაციის წყაროა საიტი ucnauri.ge
4/13/2010
ქართული ფოტოს ისტირია
საქართველოში ფოტოგრაფიამ პირველი ნაბიჯების ათვლა დაგეროტიპებით დაიწყო. 1839 წელს ცნობილი გახდა ფრანგი მხატრის, ლუი დაგერის გამოგონება, რომელიც გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა ვერცხლის ფირფიტაზე კამერა – ობსკურაში ერთადერთი ეგზემპლიარის სახით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია.
ტექნიკის განვითარებამ ხელოვნების ამ დარგს პოპულარობა მოუტანა საქართველოში. მე–19 საუკუნის მიწურულს თბილისში ყალიბდება მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება. 1895 წლის მარტში საზოგადოებამ მოაწყო ფოტოგრაფიული განყოფილება მხატვარ ლ. ართაზოვის ნამუშევრების გამოფენაზე, რომელმაც თავისთვის ქალაქის ცენტრში დაქირავებული სათავსებიდან ერთი ოთახი დაუთმო საზოგადოებას. გამოფენილი იქნა 150-ზე მეტი ფოტოსურათი. ამის შემდეგ ფოტოგამოფენებს უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცა. ფოტომოხელოვანთა ფოკუსში ძირითადად პორტრეტები და არქიტეტქურა ხვდებოდა, ასევე აქტუალური თემატიკა იყო საოჯახო ფოტო. აღსანიშნავია რომ საოჯახო ფოტოალბომების შექმნა არცთუ იაფი ჯდებოდა და, შეიძლება ითქვას, დასაწყისისათვის ფუფუნებას წარმოადგენდა.
ფოტოგრაფიის ოსტატებს შორის დასაწყისისათვის საქართველოსი მცხოვრები,წ არმოშობით არაქართველი ფოტოგრაფებისჭარბობდნენ, აღსანიშნავია ვლადიმერ ბარკანოვი, ალექსანდრე ენგელი, დიმიტრი ერმაკოვი, კონსტანტინე ზანისი. ედუარდ კლარი, დიმიტრი ნიკიტინი.
მნიშვნელოვანი როლი ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში ალექსანდრე როინაშვილმა ითამაშა, ის იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა. 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინაშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. მისი შემოქმედების ძირითად თემას ქართველი ერის ცხოვრება წარმოადგენდა.
XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.
დღესდღეობით ფოტოგრაფია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, და ამავე დროს ხელმისაწვდომი დარგია. ადამიანებისათვის ყოველდღიურ მოვლენად იქცა ყველაფრის ფოტოკამერით დაფიქსირება, ფოტოკამერებმა კი საკუთარ თავზე აიღეს ყველა ის ფუნქცია, რასაც აქამდე ადამიანი აკეთებდა: შუქის, სიჩქარის, ფოკუსის რეგულირება, და სხვა. ფოტოგრაფიამ ახალი განზომილება შეიძინა.
იცვლება დრო, იცვლება ფოტოკამერები, იცვლებიან ადამიანები, მგარამ უცვლელი რჩება ადამიანის სწრაფვა შეაჩეროს დრო, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს ფოტოგრაფიის განვითარების დონე და მისი პოპულარობა.
გია დვალის კვლევები და დამსახურებები
ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის ჩEღN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. პერიოდულად გია დვალი სამშობლოში ჩამოდის და თავის ცოდნას ქართველ კოლეგებს და სტუდენტებს უზიარებს.
გია დვალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1985 წელს დაამთავრა. 1992 წელს კი, თეორიულ ფიზიკაში ხარისხი მოიპოვა. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისათვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანმა გადასცა.
ფიზიკოსის სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. ჰუმბოლდტის ფონდი არის გერმანიის სახელმწიფო ფონდი, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს. ფონდი ასევე გასცემს სხვადასხვა ჯილდოებს და პრემიებს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერთათვის. გამოჩენილ მეცნიერებს გადაეცემათ ჰუმბოლდტის პრემია და ჰუმბოლდტის პროფესურა, რომელიც გასულ წელს ქართველმა მეცნიერმა გია დვალმა მიიღო.
ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ.
„ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად, როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის“, - აღნიშნა გია დვალმა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის დაწყებამდე.
თანამედროვე მიღწევები კოსმოლოგიაში, გრავიტაციასა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფუნდამეტური საფუძვლების თეორიული გააზრება – ყოველივე ეს პროფესორმა გია დვალმა ორსაათიან ლექციაზე მიმოიხილა.
„გვაქვს ფაქტები, იქმნება თეორია, შემდეგ ყალიბდება წინასწარმეტყველება და ექსპერიმენტების საშუალებით ვცდილობთ შემოწმებას“, - ამბობს გია დვალი, რომელიც ამჟამად კოსმოლოგიური დაკვირვებებით და ახალი თაობის ექსპერიმენტებით ცდილობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და კოსმოლოგიის გარკვეული კონცეფციებისა და იდეების გადამოწმებას.
ინფორმაციის წყაროა www.tsu.edu.ge
ჩემს შესახებ
მე ვარ ია აივაზაშვილი,დავიბადე 1988წლის 19სექტემბერს.ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე. ჩემი ძირითადი პროფესიაა რომანისტიკა, მეორადი-ჟურნალისტიკა.ჩემი ჰობია წერა.ვწერ ლექსებს და ტექსტებს სიმღერებისთვის.მინდა გავხდე წარმატებული ჟურნალისტი,ამჟამად ვმუშაობ ჟურნალში და ვთვლი, რომ ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმეს.ჩემი ოცნების ქალაქია პარიზი,სადაც მსურს სწავლის გაგრძელება.
4/07/2010
კვირის ამბები
presa.ge-ზე განხილულია კვირის აქტუალური თემები.პოლიტიკური მოვლენების მხრივ ვერ გვაწვდის ამომწურავ ინფორმაციას,განხილულია მხოლოდ რამოდენიმე პოლიტიკური თემა გაკვრით.შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ხელოვნების მხრივ, განხილულია კვირის კულტურული ამბები საკმაოდ ამომწურავად.რაც შეეხება ეკონომიკას და საზოგადოებას, ინფორმაციის გაგება შესაძლებელია,მაგრამ არა ამომწურავად.
ambebi.ge-ზე განხილული პოლიტიკური მოვლენები უფრო ვრცლად და ამომწურავად არის განხილული,მკითხველს შეუძლია მიიღოს პოლიტიკური ინფორმაცია შედარებით მეტ საკითხებზე, ვიდრე წინა განხილულ საიტზე.იგივე მოსაზრება ვრცელდება როგორც პოლიტიკაზე,ასევე კვირის სხვა ამბებზე.
რაც შეეხება itv-ის მიერ გაშუქებულ მოვლენებს, აქაც თითქმის იგივე მდგომარეობაა, ერთი მისი პლიუსი ambebi.ge და presa.ge-გან განსხვავებით არის ის,რომ მკითხველს შეუძლია ინფორმაციასთან ერთად ნახოს ვიდეო მასალაც.აქ ყველაფერი უფრო ნათლად და თვალსაჩინოდ არის წარმოდგენოლი.
ფრანგული ფოტოგრაფია
მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო, საინტერესო ტექსტობრივი თუ ფოტომასალით თანდართული, ამიტომ ყოველი ასეთი სიახლის გამოჩენისთანავე ქართველი მკითხველი განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე. ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, ალბათ, უცხო არ არის ჟურნალ "ამარტას" ერთგვარი ფოტოდამატება, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო სიახლეებით.
დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში გამართული რიგით მეოთხე ჟურნალის პრეზენტაცია ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ასეთი პატივი "ამარტა ფოტოს" არც ერთ წინამორბედს არ ხვდომია წილად. რატომ ფრანგული კულტურის ცენტრი? ეს კითხვა ბევრ ჩვენგანს დაებადა, ვიდრე ახალ ნომერს გადავავლებდით თვალს. ეს უკანასკნელი კი მთლიანად ფრანგული ფოტოგრაფიის წარსულსა და აწმყოს დაეთმო.
ჟურნალის რედაქტორები გურამ წიბახაშვილი და ნესტან ნიჟარაძე არიან. მათ წილად ხვდათ ბედნიერება, დიუმას ცენტრის წყალობით ორი კვირით საფრანგეთში ემოგზაურათ. მოგზაურობის შემდეგ "ფოტოს" ახალი ნომერი ძალზე საინტერესოდ იქნა შედგენილი, პროლოგიდან - დასასრულამდე. წინასიტყვაობად მას ჟაკ ლუი მანდე დაგერის სიტყვები წარუმძღვარეს, რომელიც ხელოვანმა 1839 წელს ფოტოგრაფიის შესახებ წარმოთქვა. დაგერის რეზიუმეს მდიდარი ფოტომასალა მოჰყვა, თანდართული ნესტან ნიჟარაძის ტექსტებით, რომელმაც ფოტოგრაფიის ისტორია მისსავე სამშობლოსთან მჭიდრო კონტექსტში წარმოაჩინა.
ნესტან ნიჟარაძისა და გურამ წიბახაშვილის მოგზაურობა მთლიანად მიეძღვნა საფრანგეთის ფოტოგრაფიის ფესტივალს. ის პარიზის შუაგულიდან (ცნობილი მუზეუმებიდან და გალერეებიდან) დაიწყო და დიდ სივრცეებში გადაინაცვლა. თავდაპირველად შედგა შეხვედრა არლის ფესტივალთან, რასაც პარიზი მოჰყვა.
პარიზში ქართველ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საინტერესო ფოტომასალას გასცნობოდნენ. მათი ყურადღება ყველაზე მეტად ამერიკელი რიჩარდ ავედონის ფოტოგამოფენამ მიიპყრო. მას პარიზის ძველი სასაფლაოები, მუზეუმები და ულამაზესი პეიზაჟები მოჰყვა. ძალზე საინტერესო იყო კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ხელოვანის გახსენება, რომლის სახელი და გვარი ისტორიამ არ შემოგვინახა. ამ უცნობმა ქართველმა დიდი წვლილი შეიტანა ფრანგული ფოტოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების განვითარებაში. მან არაერთი ცნობილი მხატვრის პორტრეტი აჩუქა საფრანგეთს.
რაფიელ ერისთავის სახელობის მუზეუმი
რაფიელ ერისთავის სახელობის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ახმეტის რაიონში,სოფელ ქისტაურში.მუზეუმი დაარსდა 1951 წელს. მისი ექსპოზიცია შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისა და სამუშაო ოთახისაგან. მუზეუმში ინახება მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 6003 სხვადასხვა სახის სამეცნიერო და დამხმარე მასალა. მუზეუმი მდებარეობს ულამაზესი ბაღის შუაგულში. მან რეაბილიტაციის შემდეგ გარეგნული იერსახე ცოტა შეიცვალა, მაგრამ ძველი ფორმა და ორიგინალობა არ დაუკარგავს.აქ თავს იყრიდნენ საქართველოს დიდი მწერლები და პოეტები.
3/31/2010
სორბონის უნივერსიტეტი
სორბონის უნივერსიტეტი ახალ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს.იქ შესაძლებელია ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს სტუდენტი თანამედროვე და უმაღლესი მეთოდების გამოყენებით.ამ უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომია ქართველი სტუდენტებისთვისაც,არსებობს გარკვეული შეღავათები,რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებზე ვრცელდება.აქ მოიაზრება ენის ცოდნის ფაქტორი,საცხოვრებელი ადგილებით დაკმაყოფილება და ა.შ. საქართველოდან თითქმის ყოველწლიურად ხდება გაცვლითი პროგრამები სორბონის უნივერსიტეტთან და არაერთი ქართველი სტუდენტი აგრძელებს სწავლას პარიზის ცოდნის ტაძარში.მანამდე საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა საქართველოში. მხოლოდ გამოცდების ჩაბარების და დონის შემოწმების შემდეგ ხდება სტუდენტების შერჩევა,დაფინანსება და ამის შემდეგ გაგზავნა.სორბონის უნივერსიტეტი პერსპექტიულია პირველრიგში იმ მხრივ, რომ იქ ხორციელდება წარმატებული სტუდენტების დასაქმება,სხვადასხვა წარმატებულ პროექტებში ჩართვა,რომლის მონაწილეც არაერთი საქართველოდან წასული სტუდენტი გამხდარა.მაგალიოთად,თამარ ბაღუაშვილი,რომელიც უკვე ერთ-ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პარიზში, ნატა სარალიძე,ნინო ჩოლოყაშვილი,რომლებიც საფრანგეთის ერთ-ერთ კოლეჯში კითხულობენ ლექციებს ბიზნესის განხრით.სორბონის უნივერსიტეტი უმაღლეს განათლებასა და დიდ წარმატებას სთავაზობს სტუდენტებს.
3/23/2010
ცხოვრება სცენაა
ცხოვრება სცენაა, სადაც როლს ითვისებს ადამიანი, ზოგგან რომეოა,ზოგგან ჯულიეტა ან ვისრამიანი და ამ სცენაზე დადგამენ თეატრს დიდად მოსაწონარს, როლებსაც მოირგებენ,სიტყვასაც იტყვიან კვლავ აუწონარს. ყველა ჩვენთაგანი არის ამ სცენაზე და ყველა მეტყველებს თეატრის ენაზე, შემდეგ გამოჩნდება თეატრის რეჟისორი და თვითონ გადაწყვეტს თუ რა არის სწორი . ყველა კი ოდესღაც რაღაც როლს ერგება და ამ თამაშში სწრაადვე ერთვება, ყველამ შეითვისა მიმიკა, სიტყვები და უკან ჩამორჩა განზრახვა, იქრები. ყველა ყველა ყველა ავმეტყველდით ამ სცენის ენაზე, დავდგით ტრაგედია ჩვენ სულის გვემაზე, შემდეგ კომედია ამ ცხოვრების კოდი, ყველა ჩვენთაგანი არის მსახიობი.
3/22/2010
ვანკუვერის ტრაგედია
ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, ხსოვნას კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მიუძღვნა სიმღერა, რომელსაც დუეტი ”ჯორჯია” შეასრულებს. კანადელი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერის შემდეგ ეს უკვე მეორე სიმღერაა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს სამუდამოდ დაუკავშირდა.
დუეტ „ჯორჯიას“ სოლისტი რატი დურგლიშვილი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ახალ სიმღერას, რომელიც ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ეძღვნება, პირველად უსმენს და კომპოზიტორის აკომპანემენტით პირველ აკორდებს მღერის.
სიმღერას ნოდარ ქუმარიტაშვილზე ოთარ ტატიშვილმა ”სიცოცხლე იმედის ფერია” დაარქვა. ეს ფრაზაა სიმღერის ტექსტიდან, რომელიც ნანა ცინცაძეს ეკუთვნის - ცინცაძეს, რომელთანაც ოთარ ტატიშვილს ათწლიანი პროფესიული მეგობრობა აკავშირებს. სიმღერა და კლიპი მალე მზად იქნება. როგორც გითხარით, შემსრულებელიც გარკვეულია. რატი დურგლიშვილი, რომელმაც ჩვენთან ერთად პირველად მოუსმინა მას, ამბობს, რომ მისთვის ამ სიმღერის შესრულება დიდი პატივია:
”ამ ფაქტმა ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. ეს ის არის, რაც უნდა ქართველმა ხალხმა გავაკეთოთ და ვცეთ ამ ადამიანის ხსოვნას პატივი, ვისაც რა გზით შეუძლია.”
კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალმილიონიანი აუდიტორიიდან, ვინც ვანკუვერში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა. ამ ამბით გამოწვეული ემოცია მან სიმღერად აქცია:
„ძალიან სევდიანი თემის ნაწყვეტი მქონდა გონებაში და ამ ამბავმა, ასე ვთქვათ, მეტი სტიმული მომცა. თავისით წამოვიდა.”
ტექსტიც ძალიან მალე - მელოდიის მოსმენიდან ერთ საათში - დაიწერა. ნანა ცინცაძე იხსენებს, რომ მუსიკამ მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ლექსი მაშინვე შეიქმნა:
”ეს იყო, ალბათ, ყველა თქვენგანის გულისთქმა, რაც ამ სიმღერაში აისახა და მინდა, რომ ბოლო ჰიმნად დარჩეს ასეთი ტკივილისა.”
ამ სიმღერამდე იყო კიდევ ერთი სიმღერა, კანადელი მომღერლის ავტორობით და შესრულებით - სიმღერა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს ვანკუვერშივე სამუდამოდ დაუკავშირდა.ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის უფროსი კახა ბერიძე იხსენებს,როგორ მივიდა მათთან მომღერალი მელისა მულდერ ალდერსონი ოლიმპიურ სოფელში და ქართულ დელეგაციას თავისი იდეა გააცნო. ეს ის გოგონაა, რომელიც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დელეგაციას მოუძღოდა წინ.
”ამ სიმღერის ჩაწერის შემდეგ შეგვხვდა და გვითხრა, რომ საქართველოს განადგურებულ დელეგაციას რომ ვუყურებდი ამ ამბის შემდეგ, მეც მათთან ერთად ვგლოვობდი და შემდეგ დამებადა ამ სიმღერის შექმნის იდეაო...”
ოლიმპიადის დღეებში და შემდეგაც კანადაში - კერძოდ, ვანკუვერში - ამ სიმღერას ძალიან ხშირად უსმენდნენ.