3/31/2010

სორბონის უნივერსიტეტი


სორბონის უნივერსიტეტი ახალ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს.იქ შესაძლებელია ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს სტუდენტი თანამედროვე და უმაღლესი მეთოდების გამოყენებით.ამ უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომია ქართველი სტუდენტებისთვისაც,არსებობს გარკვეული შეღავათები,რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებზე ვრცელდება.აქ მოიაზრება ენის ცოდნის ფაქტორი,საცხოვრებელი ადგილებით დაკმაყოფილება და ა.შ. საქართველოდან თითქმის ყოველწლიურად ხდება გაცვლითი პროგრამები სორბონის უნივერსიტეტთან და არაერთი ქართველი სტუდენტი აგრძელებს სწავლას პარიზის ცოდნის ტაძარში.მანამდე საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა საქართველოში. მხოლოდ გამოცდების ჩაბარების და დონის შემოწმების შემდეგ ხდება სტუდენტების შერჩევა,დაფინანსება და ამის შემდეგ გაგზავნა.სორბონის უნივერსიტეტი პერსპექტიულია პირველრიგში იმ მხრივ, რომ იქ ხორციელდება წარმატებული სტუდენტების დასაქმება,სხვადასხვა წარმატებულ პროექტებში ჩართვა,რომლის მონაწილეც არაერთი საქართველოდან წასული სტუდენტი გამხდარა.მაგალიოთად,თამარ ბაღუაშვილი,რომელიც უკვე ერთ-ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პარიზში, ნატა სარალიძე,ნინო ჩოლოყაშვილი,რომლებიც საფრანგეთის ერთ-ერთ კოლეჯში კითხულობენ ლექციებს ბიზნესის განხრით.სორბონის უნივერსიტეტი უმაღლეს განათლებასა და დიდ წარმატებას სთავაზობს  სტუდენტებს.

3/23/2010

ცხოვრება სცენაა



ცხოვრება სცენაა, სადაც როლს ითვისებს ადამიანი, ზოგგან რომეოა,ზოგგან ჯულიეტა ან ვისრამიანი და ამ სცენაზე დადგამენ თეატრს დიდად მოსაწონარს, როლებსაც მოირგებენ,სიტყვასაც იტყვიან კვლავ აუწონარს. ყველა ჩვენთაგანი არის ამ სცენაზე და ყველა მეტყველებს თეატრის ენაზე, შემდეგ გამოჩნდება თეატრის რეჟისორი და თვითონ გადაწყვეტს თუ რა არის სწორი . ყველა კი ოდესღაც რაღაც როლს ერგება და ამ თამაშში სწრაადვე ერთვება, ყველამ შეითვისა მიმიკა, სიტყვები და უკან ჩამორჩა განზრახვა, იქრები. ყველა ყველა ყველა ავმეტყველდით ამ სცენის ენაზე, დავდგით ტრაგედია ჩვენ სულის გვემაზე, შემდეგ კომედია ამ ცხოვრების კოდი, ყველა ჩვენთაგანი არის მსახიობი.

3/22/2010

ვანკუვერის ტრაგედია


ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, ხსოვნას კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მიუძღვნა სიმღერა, რომელსაც დუეტი ”ჯორჯია” შეასრულებს. კანადელი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერის შემდეგ ეს უკვე მეორე სიმღერაა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს სამუდამოდ დაუკავშირდა.

დუეტ „ჯორჯიას“ სოლისტი რატი დურგლიშვილი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ახალ სიმღერას, რომელიც ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ეძღვნება, პირველად უსმენს და კომპოზიტორის აკომპანემენტით პირველ აკორდებს მღერის.

სიმღერას ნოდარ ქუმარიტაშვილზე ოთარ ტატიშვილმა ”სიცოცხლე იმედის ფერია” დაარქვა. ეს ფრაზაა სიმღერის ტექსტიდან, რომელიც ნანა ცინცაძეს ეკუთვნის - ცინცაძეს, რომელთანაც ოთარ ტატიშვილს ათწლიანი პროფესიული მეგობრობა აკავშირებს. სიმღერა და კლიპი მალე მზად იქნება. როგორც გითხარით, შემსრულებელიც გარკვეულია. რატი დურგლიშვილი, რომელმაც ჩვენთან ერთად პირველად მოუსმინა მას, ამბობს, რომ მისთვის ამ სიმღერის შესრულება დიდი პატივია:

”ამ ფაქტმა ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. ეს ის არის, რაც უნდა ქართველმა ხალხმა გავაკეთოთ და ვცეთ ამ ადამიანის ხსოვნას პატივი, ვისაც რა გზით შეუძლია.”

კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალმილიონიანი აუდიტორიიდან, ვინც ვანკუვერში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა. ამ ამბით გამოწვეული ემოცია მან სიმღერად აქცია:

„ძალიან სევდიანი თემის ნაწყვეტი მქონდა გონებაში და ამ ამბავმა, ასე ვთქვათ, მეტი სტიმული მომცა. თავისით წამოვიდა.”

ტექსტიც ძალიან მალე - მელოდიის მოსმენიდან ერთ საათში - დაიწერა. ნანა ცინცაძე იხსენებს, რომ მუსიკამ მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ლექსი მაშინვე შეიქმნა:

”ეს იყო, ალბათ, ყველა თქვენგანის გულისთქმა, რაც ამ სიმღერაში აისახა და მინდა, რომ ბოლო ჰიმნად დარჩეს ასეთი ტკივილისა.”

ამ სიმღერამდე იყო კიდევ ერთი სიმღერა, კანადელი მომღერლის ავტორობით და შესრულებით - სიმღერა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს ვანკუვერშივე სამუდამოდ დაუკავშირდა.ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის უფროსი კახა ბერიძე იხსენებს,როგორ მივიდა მათთან მომღერალი მელისა მულდერ ალდერსონი ოლიმპიურ სოფელში და ქართულ დელეგაციას თავისი იდეა გააცნო. ეს ის გოგონაა, რომელიც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დელეგაციას მოუძღოდა წინ.

”ამ სიმღერის ჩაწერის შემდეგ შეგვხვდა და გვითხრა, რომ საქართველოს განადგურებულ დელეგაციას რომ ვუყურებდი ამ ამბის შემდეგ, მეც მათთან ერთად ვგლოვობდი და შემდეგ დამებადა ამ სიმღერის შექმნის იდეაო...”
ოლიმპიადის დღეებში და შემდეგაც კანადაში - კერძოდ, ვანკუვერში - ამ სიმღერას ძალიან ხშირად უსმენდნენ.